პირლო: “რონალდუ ვარჯიშზე პირველი მოდის და ბოლო მიდის”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 35 წლის პორტუგალიელი ვარჯიშზე პირველი მოდის და ბოლო მიდის.
“რონალდუ ბევრს შრომობს. ის პირველია, ვინც ვარჯიშზე მოდის და ბოლოა, ვინც მიდის. მას გუნდში ენთუსიაზმი შემოაქვს, რასაც მოედანზე ყველა ამჩნევს. კრიშტიანომ სეზონი კარგად დაიწყო და იმედი მაქვს, ბოლომდე ასე გააგრძელებს. ვუსურვებ, ყველა მატჩში ერთი ან ორი გოლი გაიტანოს. ის ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი მოთამაშე და ყველასათვის სამაგალითოა”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა.