პირლო: “წასვლას არ ვაპირებ”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ “მილანთან” განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ განაცხადა, რომ ის დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
“კლუბიდან წასვლა? არა, ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. ეს როლი დიდი ენთუსიაზმით მივიღე, მიუხედავად ბევრი სირთულისა. მე კლუბის წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, წინ კიდევ სამი მატჩია, ამიტომ ჩემი საქმის კეთებას გავაგრძელებ.
გონებაში სხვადასხვა პროექტები მქონდა. რამდენიმე კონცეფციაზე ვმუშაობდი, მაგრამ გუნდის ხასიათიდან გამომდინარე, ცვლილებების გაკეთება მომიხდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი ცვლილებებთან ვერ ადაპტირდება. თუ ჩვენი ფეხბურთელებიდან საუკეთესოს ვერ მივიღებ, ეს ჩემი შეცდომა იქნება. თუ რაღაც სწორად არ მიდის, ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს შემადგენლობა კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, თუმცა როგორც ჩანს, რაღაც არ მუშაობს”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” სერია A-ს ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.