პირლომ იუვენტუსთან გაახანგრძლივა
იტალიის ნაკრების და “იუვენტუსის” პლეიმეიკერმა ანდრეა პირლომ ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
აღნიშნულ ინფორმაციას “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
ტურინში გატარებულ სამ სეზონში “მილანის” ყოფილმა მოთამაშემ 131 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.