პირლოს პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ
ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პორტუმ” გასვლაზე გატანილი გოლების წესის ხარჯზე გამოაგდო. მატჩის შემდეგ ანდრეა პირლომ პრესასთან ისაუბრა.
“როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ოთხ სერიოზულ შეცდომას უშვებ, მსგავს შედეგს უნდა ელოდო.
“პორტუს” ფეხბურთელის გაძევების შემდეგ მაქსიმალურად უნდა გვეცადა, რომ ფლანგიდან ფლანგზე გადაგვეტანა ბურთი და სივრცეები გაგვეთავისუფლებინა. მიზანს ამგვარად მივაღწევდით.
კედელში მდგარი ფეხბურთელები თავად ავირჩიეთ. არასოდეს მომხდარა, რომ მათ ბურთისთვის ზურგი შეექციათ. შეიძლება იფიქრეს, რომ მანძილი ძალიან შორი იყო. რა თქმა უნდა, ეს შეცდომა იყო.
ამ შედეგის გონებიდან წასაშლელად რამდენიმე დღე დაგვჭირდება, მაგრამ ყველა მომდევნო მატჩს შესაბამისად უნდა მივუდგეთ. ჯერ კიდევ მარტის თვეა და სერია A-ს მოგების შანსები კვლავ გვაქვს,” – განცხადა პირლომ.