პირველ ლიგაში ბ ზონის მატჩები შედგა
დღეს, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბ ზონის ხუთი მატჩი გაიმართა. “მიხეილ მესხის” სათადარიგო არენაზე თბილისური დერბი შედგა “ლოკომოტივსა” და “საბურთალოს” შორის. მატჩი საკამაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში “საბურთალოელებმა ” 23-ე წუთზე გახსნეს. გოლი ხარაიშვილის ანგარიშზეა. 73-ზე კი მარგველაშვილის ძალისხმევით ნომინალურმა სტუმრებმა უპირატესობა ორბურთიანი გახადეს. თუმცა, “რკინიგზელებმა” ამ შეხვედრის გადარჩენა შესძლეს. 76-ე და 89-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანეს და დამსახურებული ერთი ქულაც ჩაიწერეს აქტივში.
კობა ჟორჟიკაშვილი გათავისუფლების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა ბათუმის “დინამომ” და გორში “დილას” მეორე გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 49-ე წუთზე ამირან აბუსერიძემ გაიტანა.
კოლხეთი ხობი 2-1 სამგურალი
დილა II 0-1 დინამო ბათუმი
სამტრედია 2-0 ბეთლემი
სასკო 3-0 მაჭახელა
ლოკომოტივი 2-2 საბურთალო
ჭიათურა 5-1 ბახმარო
14/03/14
სულორი – სტუ