პირველ ლიგაში ორი მატჩში შედგა

თარიღი: მარტი 9, 2014

დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-15 ტურის მატჩები.

ჩოხატაურში, ცენტრალურ სტადიონზე “ბახმარომ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 2-0 დამარცხდა. “რკინიგზელებმა” მხოლოდ მეორე ტაიმში შესძლეს მასპინძლების კარში გოლები გატანა. 70-ე წუთზე მზევაშვილმა გახსნა ანგარიში, გავაშელიშვილმა კი 90-ზე მეორე ბურთი გაიტანა.

თბილისში “ბენდელაზე” “საბურთალოს” ვანის “სულორი” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის განმავლობაში სრულად დომინირებდნენ. პირველად მეტოქის კარს ბიძინაშვილი დაემუქრა, როდესაც საჯარიმოს სიახლოვედან დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი ბოლო წამს მოიგერია და გადაარჩინა თავისიანები გაშვებულ გოლს. 25-ე წუთზე კი მამუჩაშვილმა გაისროლა შორი მანძილიდან, მაგრამ ამჯერადაც გოლკიპერი გამოვიდა გამარჯვებული და ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია. რამდენიმე წუთში კი მოულოდნელად სტუმრები დაწინაურდნენ –კუჭუხიძემ დაახლოებით 30-33 მეტრიდან ძლიერად მოიქნია ბურთი და ოდნავ წინ გამოსული ლაზარე კუპატაძ ეუძლური აღმოჩნდა 0:1.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ცვლილებებს მიმართა და გარკვეული გადაადგილებებიც მოახდინა. მეორე ტაიმში გუნდი უფრო თავდაჯერებული ჩანდა, მაგრამ მეტოქე თითქმის მთელი გუნდით დაცვაში იყო და ბუნებრივია, ასეთ დროს ძნელია მიზნის მიღწევა.
მატჩის 69-ე წუთზე გარდატეხა მოხდა – მასიურმა შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო. თევზაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გურამ გოშთელიანმა ნახტომში თავურით გამთანაბრებელი გოლი გაიტანა 1:1. ბუნებრივია ჩვენმა გუნდმა იერიშები განაგრძო და თამაშის ტემპს უმატა, თუმცა გამარჯვების გოლი იგვიანებდა და “ბენდელაზე” შეკრებილ ქომაგებშიც ნერვიულობა მატულობდა. საბოლოოდ ანგარიში მაინც შეიცვალა, სამ ქულიანი გოლი კი რევაზ გოცირიძემ გაიტანა – 90-ე წუთზე ხარაიშვილის მარცხნიდან ჩაწოდებულს გოცირიძე გამოეხმაურა, რომელმაც სწორი პოზიცია შეარჩია და თავური დარტყმით მოათავსა ბურთი ვანელთა კარში 2:1.
ამის შემდეგ კი მცირე ინციდენტი მოხდა – “სულორის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კუტივაძემ მთავარ არბიტრგიორგი ავაზაშვილს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, რისთვისაც “შავოსანმა” მწვრთნელს წითელი ბარათი აუნთო და გასახდელისკენ მიუთითა.

საბურთალო – სულორი  2:1  (0:1)
საბურთალო: კუპატაძე, მამუჩიშვილი (ხარაიშვილი 30), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ბარამიძე (წივილაშვილი 58), ბიძინაშვილი (ხორხელი 67), წოწონავა (ლორენცო 46), გოცირიძე.
სულორი: ბერძენაძე, როხვაძე, ბელექანია (ს. თვალავაძე 75), ბახტაძე, გაბუნია, გამრეკლიძე, ივანიაძე, კუჭუხიძე, ნაფეტვარიძე (თ. თვალავაძე 72), სულაბერიძე, გიორგაძე (ხეცურიანი 55). 
გოლები: 0:1 კუჭუხიძე (35), 1:1 გოშთელიანი (69), გოცირიძე (90).
გაფრთხილება: ნაფეტვარიძე (33), ბელექანია (44), ბიძინაშვილი (56).

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წუთში 500-ჯერ! 5 წუთში 1000-ჯერ! ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია!

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ნაკრებიდან ცნობილმა ვებ-გვერდმა კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს. საინტერესო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტატო ბაციკაძე: “იქნებ, რაღაც ახალი და ზეწარმატებული ეპოქა დაიწყო?”

ტატო ბაციკაძე ნორვეგიასთან ყაიმის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. “ჩვენი ნაკრების მთელი ისტორია ითხოვდა იმას, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესოდ მაინც კვარა-ჟორჟი დასახელდნენ! ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ცნობილმა ვებ-გვერდებმა, Sofascore-მა და Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 7.4 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების სასტარტო ნორვეგიის წინაღმდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” ზაფხულში ერთ-ერთი ლიდერი დატოვებს

ზაფხულში “ნაპოლის” ფეხბურთელებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იქნება და მოსალოდნელია, რომ გუნდს სულ მცირე რამდენიმე ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაგო ხვიჩია: “იმედია, ასეთი ხუმრობისთვის, ნორვეგიის ნაკრებს სათანადო პასუხს გავცემთ&

იმედია, ნორვეგიის ნაკრებს სამშაბათს სათანადო პასუხს გავცემთ, ასეთი ხუმრობისთვის, მგონია, რომ ჩვენმა ნაკრებმა უნდა უპასუხოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “ყველა დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით ხვიჩასთვის რა დაგვეძახა”

იტალიურ მედიასთან ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის წარმოთქმაზე ისაუბრა. “როცა ხვიჩა გასახდელში შემოვიდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ამ ზაფხულს “რეალს” კვარას არ დაუთმობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, უახლოესი 2 თვის განმავლობაში “ნაპოლის” დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაროვინსკი: “ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მას დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს”

“რუბინის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “მახსოვს კვარაცხელიას პირველი ვარჯიში &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელები კვარას ულოცავენ!

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის დანიშვნის ამბავი იტალიაშიც გავრცელდა და იტალიელები კვარას ულოცავენ და ბედნიერებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Areanapoli: რა ღირს კვარას სუპერ მანქანა, რომლითაც თბილისში გადაადგილდება?

იტალიური ონლაინ გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მანქანას ეხმაურება, რომლითაც ის რამდენიმე დღის წინ თბილისში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლიაა, გოლიიი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლია, გოლი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი ამბავია, როცა მესი არგენტინაში ჩადის (ვიდეო)

მესი არგენტინაში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მოისურვა ვახშმობა. მესის სტუმრობა მალევე გავრცელდა და გარეთ, ასეთი […]...
წაკითხვა