პირველ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა
25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა და ამით გათამაშების რეგულარული სეზონი დასრულდა.
წითელ ჯგუფში, ვანის „სულორმა“ და „ჭიათურამ“ ბოლო ტურში მოახერხეს პლეი-ოფის საგზურის მოპოვება. ვანელები მცხეთაში „ვიტ-ჯორჯიას“ ესტუმრნენ და 2:1 გაიმარჯვეს, ჭიათურელებმა კი, საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი „საპოვნელა“ მიიღეს და 34-ე წუთზე ზაზა ნადირაძის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს მეტოქე.
მე-18 ტურში არ შემდგარა ხარაგაულის „ჩხერიმელასა” და ხონის „იმერეთის” დაპირისპირება.მოგეხსენებათ, ორივე მათგანი სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოხსნილია პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან და აღნიშნულ შეხვედრაში ჩაეთვალათ წაგება.
პირველი ლიგის მე-18 ტურის დარჩენილი შეხვედრების შედეგები:
25 ნოემბერი
თეთრი ჯგუფი:
რუსთავი – კოლხეთი ხობი 8:0
მერანი – სამგურალი 3:0
ლიახვი – მეშახტე 1:3
წითელი ჯგუფი:
სქური – ოდიში 3:5
ბორჯომი – გარდაბანი 2:0
პირველი ლიგის პლეი-ოფი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპის მატჩები 28 ნოემბერსა და 2 დეკემბერს გაიმართება, მეორე ეტაპისა კი, 5-9 დეკემბერს.
დღეს გამართული ბოლო ტურის შემდეგ უკვე ცნობილია პირველი ეტაპის წყვილები:
„ა“ – 28.11 ლიახვი – ბორჯომი
„ბ“ – 28.11 ჭიათურა – მეშახტე
„გ“ – 28.11 კოლხეთი ხობი – სქური
„დ“ – 28.11 სულორი – მერანი
პლეი-ოფში გამარჯვებული ორი გუნდი კი, პირველი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფის პირველ და მეორე გუნდებთან ერთად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო ვიტ ჯორჯია და გაგრა, ასევე რუსთავი და სამგურალი არიან.