პირველად 27 წლის შემდეგ – საშობაო საჩუქარი მანჩესტერის ფეხბურთელებს

თარიღი: დეკემბერი 24, 2014

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი, 25 დეკემბერს საკუთარი გუნდის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს დასვენების საშუალებას მისცემს. 26 დეკემბერს კი “მანჩესტერი” “ნიუკასლს” უმასპინძლებს ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის ფარგლებში. საინტერესოა, რომ მანჩესტერელებმა საშობაოდ უკანასკნელად 27 წლის წინ დაისვენეს.

“შობა საოჯახო დღესასწაულია და ჩემს მოთამაშეებსაც დასვენების საშუალება ამიტომ მივეცი. იმედია, ეს მათ განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. მომდევნო დღეს კი ჩვენს საწვრთნელ ცენტრში შევიკრიბებით” – განაცხადა ვან გაალმა.

 

მსგავსი სიახლეები