პირველად 40 წლის შემდეგ: საფეხბურთო მატჩს ასი ერაყელი ქალბატონი დაესწრო
ისლამური სახელმწიფოს მმართველებმა საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც ერაყისა და ბოლივიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე დასწრების უფლება ას ერაყელ ქალბატონს მისეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ერაყში ქალბატონებს სტადიონზე შესვლა აეკრძალათ. მმართველების მხრივ ამით ქალბატონებს მამაკეცებთან სიახლოვეს უკრძალავენ.
ეს გამონაკლისი თეირანის მმართველმა ჩინოვნიკებმა დაუშვეს. მათ გარკვეული რაოდენობის ადგილები გამოყვეს ქალბატონებისთვის “აზადი არენაზე”.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2017 წლის სექტემბერში ერაყელებმა რამდენიმე პარლამენტარი ქალბატონიც მოიწვიეს სირიასთან გამართულ მატჩზე, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი გამოცხადდა სტადიონზე.