პირველად “ელ კლასიკოში” 2007 წლის შემდეგ
“ელ კლასიკო” ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა, თუმცა დამდეგ დაპირისპირებას კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტორი გამოარჩევს: მატჩი “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდება ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე.
როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბი” დატოვა და კარიერას ტურინის “იუვენტუსში” აგრძელებს. რაც შეეხება მესის, არგენტინელმა თავდამსხმელმა “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:2) ხელი მოიტეხა და მინიმუმ სამი კვირით ვერ ითამაშებს.
“ელ კლასიკო” რონალდუსა და მესის გარეშე უკანასკნელად 2007 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა, როდესაც “რეალმა” კატალონიური გუნდი “ნოუ კამპზე” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის 28 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.