პირველად! კვარამ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო! – ლოჩომ ყველაზე დაბალი
კვარაცხელიას “ნაპოლი” ლოჩოშვილის “კრემონეზეს” ესტუმრა და 1-4 დაამარცხა. “ნაპოლის” პირველი გოლი პრაქტიკულად კვარას დამსახურებაა, რომელმაც პენალტი მოინადირა და პოლიტანომ შეასრულა. შემდეგ “კრემონეზემ” გაათანაბრა, თუმცა 76-ე წუთზე სიმეონემ ნეაპოლელები კვლავ წინ გაიყვანა. დამატებულ დროში ჯერ ხვიჩამ უზადო ასისტით ლოზანოს ცარიელ კარში გაატანინა, 96-ე წუთზე კი ოლივერამაც დაასრულა.
როგორც იქნა, “ნაპოლიში” თამაშის დროს ორივე ვებ-გვერდმა (Whoscored, Sofascore) ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა – 7.6-7.61, ორივე გვერდიდან ერთნაირი შეფასება.
სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილმა მის გუნდში ყველაზე დაბალი (5.8) შეფასება დაიმსახურა – Sofascore-სგან, ხოლო, Whoscored-მა ის მხოლოდ მის მეწყვილეს, მატიო ბიანკეტის ამჯობინა.
აღსანიშნავია ასევე, რომ კვარაცხელიამ 90 წუთი მოედანზე პირველად გაატარა იტალიაში გადასვლის შემდეგ.