პირველი არხის განცხადება “ტორპედო” – “ლუდოგორეცის” მატჩთან დაკავშირებით

თარიღი: აგვისტო 21, 2018

პირველმა არხმა “ტორპედო” – “ლუდოგორეცის” მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ტელევიზიის ვებ-გვერდის ცნობით, პირველ არხს “ტორპედოდან” ტრანსლაციის უფლების გადმოცემაზე ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

“როგორც მოგეხსენებათ, მორიგი წარმატების შედეგად ქუთაისის „ტორპედო“ უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი ოფში გადავიდა და მისი მეტოქე ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი „ლუდოგორეცი“ იქნება. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამჟამადაც შესაძლოა, ისეთივე გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ალბანურ კლუბ „კუკეშთან“ მატჩის დროს, როდესაც ვერ მოხერხდა ალბანეთიდან მატჩის ტრანსლირება. ამის გამო, გულშემატკივართა ერთი ნაწილი, რომელიც არ იცნობდა საქმის ვითარებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქვამდა უკმაყოფილებას.

რეალურად კი საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოდან საკუთარი მატჩების ტრანსლირების უფლებას ფლობს ქუთაისის „ტორპედო“, რომელმაც „კუკეშთან“ მატჩის საზღვარგარეთ ჩვენების უფლება მიყიდა უცხოურ საშუამავლო კომპანიას, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მატჩების ტრანსლირების გაცვლა. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლაც მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ გადაიღოს და გადასცეს „ტორპედოს“ საშინაო მატჩი, ასევე გაუცვალოს სიგნალი ბულგარეთის მხარეს, თუმცა ამისთვის საჭიროა ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობის თანხმობა.

ამ მიზნით, 17 აგვისტოდან დღემდე ჩვენ არაერთგზის დავუკავშირდით ქუთაისის „ტორპედოს“ მენეჯმენტს და ვთხოვდით, ეცნობებინათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე კლუბი განიხილავს სხვადასხვა წინადადებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებას და მომავალშიც ასე მოხდება, მაგრამ თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს ტრანსლირების უფლებების კომერციული მიზნით გამოყენებას და ამ უფლებების მიყიდვას შუამავალი ფირმებისთვის, ჩვენი თხოვნაა, ამის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

დაბოლოს, რეპორტაჟების გაცვლის წინადადებით ჩვენ ასევე მივმართეთ ბულგარეთის მხარეს და მივიღეთ თანხმობა მატჩების ტრანსლაციის გაცვლის შესახებ, თუმცა ქართული კლუბის თანხმობის გარეშე მოლაპარაკება შეუძლებელია. პირველი არხი მზად იყო და არის თანამშრომლობისთვის მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციასთან და არა მესამე (გადამყიდველ) კომპანიასთან. პირველი არხი ასევე მზად არის, ყოველთვის უსასყიდლოდ მოემსახუროს საქართველოს გუნდებს და მათი მონაწილეობით ღონისძიებები უჩვენოს გულშემატკივარს.

ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს არც მატჩის კომერციალიზაცია და არც სხვა ფინანსური მოლაპარაკებები, რომელსაც დამოუკიდებლად აწარმოებს კლუბი. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად და გულშემატკივრის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი მოლაპარაკებების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშს იხილავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ან სხვა ქართული მედიაარხის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ „ტორპედო“ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს). ამჟამად კი, როცა მატჩამდე ორი დღეც კი არ რჩება, ტრანსლაციის უფლების გადმოცემაზე ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია”, – ვკითხულობთ განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს (ვიდეო)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 აგვისტო

ფალკაო “გალათასარაის” უახლოვდება Don Balon-ის ცნობით, “მონაკოს” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო “გალათასარაიში” გადას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რუბინის” ქართველებმა მეკარესთან სანაძლეო წააგეს – რა გააკეთა ქართულმა ტ

ყაზანის “რუბინის” ქართველმა ლეგიონერებმა – ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მეკარესთან თერთმეტმეტრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვიდეოთამაშების მწარმოებელ იაპონურ კომპანია Konami-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, PES […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლა ანელკა: “იუვენტუსში” გატარებული პერიოდის მრცხვენია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ “ბებერი სინიორას” რიგებში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ფრანგი ფეხბურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფიორენტინა” ადასტურებს: ფრანკ რიბერი ფლორენციაშია

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, კარიერას იტალიის სერია A-ში, კერძოდ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “შესაძლოა, კარიერა მომავალ წელს დავასრულო ან 40 წლამდე ვითამაშო”

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯერაც არაა დარწმუნებული, თუ როდის დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

დემბელეს აგენტი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მუსა სისოკო, “ბარსელონას” ნახევარმცველ უსმან დემბელეს აგენტი, ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ეხმაურება და ყვეალსათვის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუმ უფროსი ვაჟი თავის ძველ საცხოვრებელში მიიყვანა

წინასასეზონო მზადებისას ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა იმის შეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება

თბილისში, კერძოდ ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰი ვიდეორეფერიზე: “მე ეს არ მომწონს”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ვიდეორეფერის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ეს ინოვაცია არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უნიონის” ფანებმა სადებიუტო მატჩში გარდაცვლილი ფანების ფოტოები გამოფინეს

ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “უნიონ ბერლინსა” და ფანებს შორის განსაკუთრებული კავშირი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 აგვისტო

რიბერი “ფიორენტინაში”? Sky Sport Italia-ს ცნობით, ფრანკ რიბერი “ფიორენტინაში” გადასვლას დათანხმდა. დიდი შანსია, ტრანსფერი უახლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ეროვნულ ლიგას მოგებით დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრაში “საბურთალომ” გორის “დილა” 3-0 გაანადგურა. “საბურთალომ” ევროპა ლიგაზე ასპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობენმა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა, ვისი თავკაცობითაც უთამაშია

მიუნხენის “ბაიერნისა” და ჰოლანდიის ნაკრების ექს-გარემარბ არიენ რობენს სთხოვეს დაესახელებინა საუკეთესო მწვრთნელი, ვისი თავკაცობითაც კარიერი...
წაკითხვა