პირველი ეტაპი – ჩიხურა
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ჩიხურა” იქნება.
საჩხერელებმა მიმდინარე სეზონი ევროპის ლიგაზე ასპარეზობით დაიწყეს. გუნდი ევროთასებზე მხოლდო ერთკვირიანი შეკრების შემდეგ ჩაერთო, რაც უბრალოდ უყურადღებობამ გამოიწვია. “ჩიხურას” ხელძმღვანელობას ეგონა, რომ მათი კლუბი ევროპის ლიგაზე ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებდა.
“ჩიხურას” პირველი მეტოქე ლიხტენშტეინის “ვადუცი” იყო. პირველი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. განმეორებით მატჩი კი, ასევე ფრედ 1-1, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე მომდევნო ეტაპზე ქართული კლუბი გავიდა, სადაც მას შვეიცარული “თუნი” ელოდა.
შცეიცარიელებმა “ჩიხურა” ორივე შეხვედრაში დაამარცხეს და საჩხერელებიც ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოერთვნენ, სადაც საკმაოდ კარგი შედეგიც აჩვენეს პირველ ეტაპზე.
აღსანიშნავია, რომ გუნდი საშნაო შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე, ძირითადად ქუთაისი ცენტრალურ სტადიონზე ატარებდა, თუმცა მიუხედავად ამისა საჩხერელები ზამთრის არდადეგებზე მეორე პოზიციით გავიდნენ.
“ჩიხურამ” სეზონის სტაბილურად ჩაატარა და მხოლოდ სამ შეხვედრაში დამარცხდა (რუსთავის “მეტალურგთან”, მარტვილის “მერანთან” და “დინამო თბილისთან). ერთადერთი დიდი ანგარიშით მარცხი, მხოლოდ თბილისურ კლუბთან იყო. “დინამო არენაზე” გამართული დაპირისპირება მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშიც დაფიქსირდა – 6:1. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩის საჩხერელები საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. სოსო ფრუიძის გუნდს, ძირითადის 5 მოთამაშე აკლდა.
სოსო ფრუიძე ტყუილად არ გვიხსენებია. გამოცდილმა სპეციალისტმა სეზონის მსვლელობისას საკმაოდ კარგი გუნდი შემქნა, რომელიც ლამაზ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩვენს რეალობაში ძალიან იშვიათია.
სეზონის კულმინაცია “ჩიხურასთვის” წლის უკანასკენლი მატჩი იყო. “მიხეილ მესხზე” გამართული სუპერთასის შეხვედრა საჩხერული კლუბის გამარჯვებით დასრულდა. წარმატება ორმაგად სასიამოვნო იყო, ვინაიდან “ჩიხურამ” ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, თბილისის “დინამო” დაამარცხა.