პირველი ეტაპი – მერანი
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. ჩვენი ტრადიციულად ქცეული რუბრიკის უკანასკნელი სტუმარი საფეხბურთო კლუბი “მერანი” იქნება.
სეზონის სტარტზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “მერანს” ასე ცუდად წაუვიდოდა საქმეები. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა კლუბმა სასტარტო 6 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და 4 გამარჯვების მოპოვება შესძლო. თუმცა, თბილისი “დინამოსთან” სტუმრად გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისელებმა 4-2 მოიგეს, ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ ჟვანია მუშაობას თბილისში, “დინამო 2-ში” გააგრძელებდა. მის ნაცვლად “მერანის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა კახა ჩხეტიანი დაინიშნა, რომელიც მანამდე “ტორპედოში” გია გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა.
ჩხეტიანი ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო უმაღლესში, აი სამწვრთნელო დებიუტი კი ჩაუვარდა. თუმცა 35 წლის სპეციალისტს, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.
ჩხეტიანის თავკაცობით “მერანმა” უმაღლესში ზუსტად ათი შეხვედრა ჩაატარა და ერთადერთი ქულის მოპოვება შესძლო, ისიც უშუალო კონკურენტ, “ზუგდიდთან” შეხვედრაში. საბოლოოდ სავსებით ლოგიკური უკანასკნელი პოზიცია სატურნირო ცხრილში. მწვრთნელმა კი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თანამდებობა დატოვა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გეგმები აქვს “მერანს” მეორე ეტაპზე. თუმცა, ფაქტია, რომკლუბს უმაღლესში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება. “მერანის” მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კლუბი საშინაო სტადიონის მოუწესრიგებლობის გამო, მეტოქეებს სამტრედიაში მასპინძლობს.