პირველი ეტაპი – მეტალურგი
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “მეტალურგი” იქნება.
რუსთავის “მეტალურგმა” სეზონის წინ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა შეკრიბა, რომელსაც სათავეში ახალგაზრდა სპეციალისტი, გელა სანაია ჩაუდგა.
რუსთაველებს საკმაოდ არასტაბილური პირველი ეტაპი გამოუვიდათ. კარგ ჩატარებულ შეხვედრებს, მოულოდნელი მარცხი მოსდევდა ხოლმე გათამაშების აუტსაიდერებთან.
ყველაზე კარგად “მეტალურგმა” ოქტომბრის ბოლო რიცხვები და ნოემრის დასაწყისი ჩაატარა. სწორედ ამ დროს მოახერხეს რუსთაველებმა თბილისი “დინამოსთან” ქულის აღება. იმ შეხვედრაში რუსთაველებს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, და რომ არა გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში, გელა სანაიას შეგირდებს სამი ქულის აღებაც შეეძლოთ. “დინამოს” შემდეგ, “მეტალურგი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა და საკმაოდ კარგი თამაშის წყალობით მოიპოვა ამ მატჩში გამარჯვება.
აი დეკემბრის თვე კი, რუსთავულმა კლუბმა საკმაოდ სუსტად ჩაატარა. ოთხ შეხვედრაში 2 მარცხი, 1 ფრე და მხოლოდ ერთი გამარჯვება, ისიც კრიზისში მყოფ ლანჩხუთის “გურიასთან”. თუმცა, ამას გელა სანაია მსაჯობასაც აბრალებდა. და კონკურენტ გუნდებს ბინძურ თამაშში სდებდა ბრალს.
უმაღლესის მეორე ეტაპს “მეტალურგი” სახეცვლილი შეხვედბა. კლუბს დაფინანსება შეუმცირეს. ამის გამო რუსთავი გელა სანაიამ დატოვა. მის ბედს რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც გაიზიარებს. ამბობენ, რომ კლუბის სათავეში ბუბა ტყავაძე მოვა.
ახალი მთავარი მწვრთნელი კი, რუსთავისთვის კარგად ნაცნობი ვარკლამ კილასონია იქნება.