პირველი ეტაპი – სპარტაკი
Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “სპარტაკი” იქნება.
პირველი ლიგიდან უმაღლესში დაბრუნებულმა “სპარტაკმა”, როგორც მოსალოდნელი იყო მთელი პირველი ეტაპი ცხრილის ქვედა ნაწილში გაატარა და ზამთრის არდადეგებზე მეათე პოზიციით გავიდა.
ცხინვალელთა ახალგაზრუდლი კოლექტივი უმაღლესში ვოვა ხაჩიძემ გადმოიყვანა და ბუნებრივია, რომ გამოცდილ სპეციალისტს გუნდის გაძღოლა წელაც ანდეს. თუმცა, სეზონის სტარტი “სპარტაკმა” ჩააგდო. ცხინვალელებმა სასტარო ხუთი ტურში წააგეს და პირველი ქულები მეექვსე ტურში მოიპოვეს, როდესაც “ზესტაფონის” დამარცხება მოახერხეს 93-ე წუთზე, კაკაშვილის გატანილი გოლით. მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდური გამონათება აღმოჩნდა და “სპარტაკმა” ახლა უკვე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხო და მხოლო 1 ქულა მოიპოვა, რასაც ხაჩიძის პოსტი შეეწირა. მის ნაცვლად ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში კარგად ნაცნობი, თბილისის “დინამოსა” და “ზესტაფონის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახა კაჭარავა დაინიშნა. უნდა ითქვას, რო კაჭარავამ ნამდვილად გამოასწორა “სპარტაკის” თამაში. მის სადებიუტო შეხვედრაში “სპარტაკმა” “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა, შემდეგ კი მარტვილის “მერანსაც” მოუგო. ქუთაისის “ტორპედოსთან” გამართულ სათასო დაპირისპირებაში კი, “სპარტაკი” მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.
თუმცა იყო მარცხების. კაჭარავას “სპარტაკი” თბილისის “დინამოსთან” განადგურდა (0:4), წააგო დრამატული მატჩი ბოლნისის “სიონთან” (2:3) და ქუთაისში მინიმალური ანგარიშით დათმო “ტორპედოსთან” მატჩი.
2013 წლის უკანაკნელი ორი მატჩი სპარტაკელებმა კარგად ჩაატარეს. ცხინვალელებმა რუსთავის “მეტალურგი” დაამარცხეს და გორის “დილასთან” ფრე ითამაშეს. სწორედ ამ ქულების ხარჯზე შესძლეს კაჭარავას შეგირდებმა გასვარდნი ზონიდან ამოსვლა. თუმცა, ცხრილის ქვედა ნაწილში დიდი სიმჭირდოვეა და ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა.