პირველი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა უნდა მიიღოს!
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჩრდ.მაკედონიასთან მარცხის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “იქნებ, მე დავუშვი შეცდომა და ბუდუ ზივზივაძისთვის მეტი შანსი უნდა მიმეცა”.
ლევან კობიაშვილმა ვაისის მოღვაწეობის ბოლო პერიოდის შეფასებისას ყველაზე გამოკვეთილად თქვა, რომ ის ზივზივაძეს ნაკრებში მეტ დროს მისცემდა.
26 წლის თავდამსხმელი უნგრეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში, “ფეჰერვარში” თამაშობს და ჩრდ.მაკედონიასთან მატჩის წინ ფორვარდებს შორის საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა. ზივზივაძე ვაისმა უბრალოდ აითვალწუნა და ისეთ ფეხბურთელებს იძახებდა წინა ხაზში, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკაც არ ჰქონდა.
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ვინ ჩაიბარებს ნაკრებს, ქართველი თუ უცხოელი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ – ზივზივაძეს თავის გამოჩენის შანსი უნდა მიეცეს და მას გუნდისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. სხვა მაღალი თავდამსხმელებისგან განსხვავებით, ბუდუ, რომელიც 1.89მ-ია, სწრაფია, ბურთსაც ძალიან კარგად ფლობს და ორივე ფეხით კარგად ურტყამს.
აუცილებელია, ნაკრების მწვრთნელმა მეტი ყურადღება ეროვნულ ლიგასაც დაუთმოს და მაგალითად ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც, ირაკლი სიხარულიძე, სანდრო ალთუნაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე და სხვები არიან.