პირველი ლიგა: ბრძოლა პლეი ოფისთვის და გადარჩენისთვის
პირველი ლიგის ორივე ჯგუფში 33-ე ტურის მატჩები შედგა, რის შემდეგაც უმაღლესში გადასასვლელ პლეიოფში მოსახვედრად მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა.
ა ჯგუფში “ლოკომოტივმა” “ლაზიკას” ზედიზედ მეორე წაგებით ისარგებლა, “სასკო” დაამარცხა და ზუგდიდელებთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ცხრილის ქვედა ნაწილშიც. ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა სტუ-მ გასავარდნად განწირული “ადელი” უპრობლემოდ დაამარცხა. სტუნდენტების მთავარმა კონკურენტმა, “ჩხერიმელმა” კი კურიოზული შემთხვევის გამო ტექნიკური მარცხი მიიღო და სტუ-ს გადასწრების საშუალება მისცა.
საინტერესო მატჩები შედგა ბ ჯგუფში, სადაც მოწინავე ოთხეულის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთამნეთს. “საპოვენლამ” თერჯოლაში “გაგრას” დამარცხება ბოლო წუთზე გატანილი გოლით შეძლო, “ბორჯომმა” კი ქედის “ბეთლემს” სძლია საკუთარ მოედანზე და მეორე პოზიციაზე გადავიდა.
ა ჯგუფი
მაჭახელა – ჩხერიმელა (არ შედგა)
სტუ 2-0 ადელი
სასკო 3-5 ლოკომოტივი
ჭიათურა 0-4 სამგურალი
ლაზიკა 1-3 საბურთალო
ბ ჯგუფი
მერცხალი 1-0 ალგეთი
მეშახტე 2-2 სქური
საპოვენლა 1-0 გაგრა
ბორჯომი 1-0 ბეთლემი
ხობი 3-0 დინამო 2 (ტექნიკური შედეგი)