პირველი ლიგა დაძაბულად დასრულდა
19 მაისს პირველ ლიგაში დასკვნითი ტურის მატჩები გაიმარტა. ა ჯგუფში მხოლოდ უმაღლესში გადასასვლელი პლეიოფის საგზური იყო გასაკრვევი, რომელის მფლობელიც თბილისის “ლოკომოტივი” გახდა. რკინიგზელებმა ბათუმის “ადელს” 8 უპასუხო გოლი გაუტანეს და მიუხედავად “ლაზიკას” გამარჯვებისა, ზუგდიდელებს გადასწრების შანსი არ მისცეს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინა ტურში გახდა ცნობილი, რომ ა ჯგუფს სტუ და “ადელი” დატოვებდნენ, რომლებიც მომდევნო სეზონს მეორე ლიგაში დაიწყებენ.
გაცილებით საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ბ ჯგუფში, სადაც პლეიოფის საგზურის მფლობელმა “ბორჯომმა” გადასარჩენად მებრძოლ “მეშახტეს” უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ამ გამარჯვებით ტყიბულელებმა პირველ ლიგაში ადგილის შენარჩნება შეძლეს. “გაგრასა” და ხობის “კოლხეთის” დაპირისპირება გუნდირი ჩხუბის გამო ჩაიშლა.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს “საბურთალომ” და თერჯოლის “საპოვნელამ”. პლეიოფში კი თბილისის “ლოკომოტივი” და “ბორჯომი” ჯერ ერთმანეთს შეხვდებიან, გამარჯვებული კი ურთიერთობას უმაღლესი ლიგაში მე-14 ადგილზე გასულ გუნდთან გაარკვევენ. პირველი ლიგიდან მეორეში გავარდნენ სტუ, “ადელი” და წალენჯიხის “სქური”.