პირველი ლიგა ლოგიკური შედეგებით გრძელდება
გუშინ საქართველოს ქალაქებში პირველი ლიგის გათამაშების მე-15 ტურმა აიღო სტარტი. ა ზონის ლიდერებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. ფოთის “კოლხეთმა” წალენჯიხის “სქური” 5:0 გაანადგურა, ხოლო ქობულეთის “შუქურამ” თბილისის “დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
ბ ზონაში “მაჭახელა” გალიდერდა. ხელვაჩაურელებმა “ჭიათურას” მოუგეს 4-1 და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს, თუმცა ამ ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა ხვალ “ჩელე არენაზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს უმაღლესის პრეტენდენტები ბათუმის “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდებიან.
ტურის შედეგები:
ზონა “ა”
საპოვნელა 6-0 ადელი
მეშახტე 3-0 მერცხალე
კოლხეთი ფოთი 5-0 სქური
ალგეთი 6-2 იმერეთი
შუქურა 4-1 დინამო 2
კახეთი 1-3 გაგრა
ზონა “ბ”
მაჭახელა 4-1 ჭიათურა
ბეთლემი 1-1 სასკო
სამგურალი 0-0 დილა 2
სტუ 2-2 კოლხეთი
08/03/14
დინამო ბათუმი – სამტრედია
09/03/14
ბახმარო – ლოკომოტივი
საბურთალო – სულორი