პირველი ლიგის ცენტრალური მატჩი “სამტრედიამ” მოიგო
დღეს ქობულეთის “ჩელე არენაზე” პირველი ლიგის “ბ” ჯფუდის ცენტრალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, ბათუმის “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ.
მატჩი ბათუმელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმრებმა კონტრშეტევებზე შესანიშნავად ითამაშეს და მასპინძლებს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. სამტრედიელთა მხრიდან გოლები გედენიძემ და მელქაძემ გაიტანეს.
აღნიშნული მატჩის შემდეგ, “სამტრედია” 37 ქულით ლიდერობს გათამაშებას. მეორე ადგილზე “მაჭახელაა” და მას აქტივში 34 ქულა აქვს, ხოლო ბათუმის “დინამო” 31 ქულით ჯერ-ჯერობით მესამე პოზიციაზე იმყოფება.
გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ითამაშეს:
დინამო (ბათუმი): ალავიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, ჟვანია, მუჯირი, კიკნაველიძე, ვარშანიძე, ჭკუასელი, ფიფია, სიხარულიძე.
მთ.მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
სამტრედია: მუჯირიშვილი, შალიკაშვილი, გედენიძე, დვალიშვილი, კაკუშაძე, კიკაბიძე, მელქაძე, ბაკურაძე, კერძევაძე, ქანთარია, პავლიაშვილი.
მწ.მწვრთნელი: გელა სანაია