პირველი მერვედფინალური მატჩი

თარიღი: ნოემბერი 18, 2014

2014 წლის 17 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის რიგით XXIV გათამაშების პირველი მერვედფინალური მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა ”ჩიხურამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

საჩხერელთა და ზესტაფონელთა შორის დღეს გამართული სათასო დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მოედანზე მიმდინარეობდა ბრძოლა ტერიტორიული უპირატესობის დასაუფლებლად, რამაც თამაშის სანახაობრივ მხარეს გარკვეული დაღი დაასვა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა. გუნდები ოპონენტის მეკარისათვის დისკომფორტის შექმნას ძირითადად შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ, თუმცა ბოიან პავლოვიჩიც და მაქსიმე ქვილითაიაც თავის მოვალეობას უშეცდომოდ ასრულებდნენ.

თანაბარ ბრძოლაში გალეული პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორეში სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა – ზესტაფონელები ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან მომენტებსაც ქმნიდნენ. გოლის გატანის პირველი რეალური შესაძლებლობა მიეცა ჯაბა დვალს, თუმცა ახლო მანძლიდან მისი დარტყმულის მოგერიება საჩხერელთა გოლკიპერმა თავგანწირულ ნახტომში მოახერხა.

მალევე ერთსა და იმავე შეტევაში გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ ავთო ენდელაძე და მიხეილ სარდალიშვილმა, მაგრამ ერთმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმას პარტნიორისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა, ხოლო მეორემ ბურთის შორეულ კუთხეში გადაგზავნა სცადა, თუმცა ეს არაზუსტად გააკეთა.

ზესტაფონელები მეტოქის კარის გასაღების პოვნას თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ და მატჩის მიწურულს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შანსი გიორგი ილურიძეს მიეცა. მარგველთა ფორვარდი საჩხერელთა საჯარიმოში კარგად შეიჭრა და უძლიერესად დაარტყმა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა ქვილითაიას კარს. დასანანი უგოლო ფრე – 0-0.

FCZestafoni.GE



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჯოვინო ფლამარიონს ბათუმის “დინამოდან” წასვლა სურს

26 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს ჯოვინო ფლამარიონს ბათუმის “დინამოდან” წასვლა სურს და მას ისრაელის “ბნეი სახნინი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როტენი: “მესის დილით ვარჯიში არ მოსწონდა”

“მონაკოსა” და “პსჟ”-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერონ როტენმა მესიზე ისაუბრა. “მესის დილით ვარჯიში არ მოსწონდა. მწვრთნელებს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორც იქნა – შოთა არველაძე სუპერლიგის გუნდს ჩაიბარებს!

თურქული პრესის ინფორმაციით, შოთა არველაძე თურქულ “ქარაგუმრუქს” ჩაიბარებს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არჩილ არველაძეა და ბოლოს ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელი: “ასეთი თავდამსხმელი ბოლო წლებში არ მახსენდება”

მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელზე, წყალტუბოს “სამგურალის” ფორვარდ ლადო ჩიხრაძეზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელი: “მე და კვარამ ეგეთი რამე არ ვიცით”

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა. “კვარაცხელიას კ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” წლის ტრანსფერი განახორციელა!

მადრიდის “რეალმა” საბოლოოდ იპოვა კარიმ ბენზემას შემცვლელი და ეს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისური პრესის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სახალისო ეპიზოდი დაჯილდოების შემდეგ, რომელსაც მილიონობით ნახვა აქვს (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას დაჯილდოების შემდეგ იტალიელი ჟურნალისტი იტალიურ ენაზე უსვამდა კითხვას და კვარამ იტალიურად შეაჩერა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირანელებმა ნაკრების გვერდი აიკლეს – “მეფე გიორგი, შენთან ვართ!”

როგორც იქნა, 32 წლის ასაკში გიორგი გველესიანი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. ნაკრებმა 11 ფეხბურთელთან ერთად შეკრება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური პრესა: ბათუმის “დინამოს” მორიგი ფეხბურთელი სერია A-ში ითამაშებს!

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ში დაწინაურებული “ფროზინონე” აქტიურად განიხილავს ბათუმის “დინამოს” მარჯვენა ვინგერის, გიო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდას ინგლისში ტრანსფერი ისტორიას დაწერს?

ესპანური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს. საქმეში ინგლისური კლუბები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მეცმა” მიქაუტაძეს ძალიან დიდი ფასი დაადო

საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირსა და ფეხბურთელს, ჟორჟ მიქაუტაძეს “მეცი” 27 მილიონად შეელევა. ფრანგული პრესის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას წარმატების მთავარი საიდუმლო! ნიცა თავაძეს მარადონაზე ერთი მატჩიც არ გაუცდენია!

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საცოლე, ნიცა თავაძეა. იტალიური მედია ნიცაზე აქტიურად წერს: “ნიცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Gazzetta: “ნაპოლის” ეს მწვრთნელი ჩაიბარებს!

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მთავარ მწვრთნელად “ფიორენტინას” მენტორის, ვინჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ქართველებს ნეაპოლი და “ნაპოლი” განსაკუთრებულად შეუყვ

“ნაპოლის” შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მეპასე გახდა. კვარამ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა