პირველი მოგება კანადაში!

თარიღი: ივნისი 11, 2017

ბორჯღალოსნებმა კანადის ნაკრები მისსავე მიწაზე 13:0 დაამარცხეს და 2017 წლის ივნისის ტესტ-სერია მოგებით გახსნეს.

 

ესაა ქართველების პირველი გამარჯვება ჩრდილოეთ ამერიკიში. კანადასთან სტუმრად აქამდე ორჯერ გვქონდა ნათამაშები, ორივეჯერ მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით. ამჯერად მილთონ ჰეიგმა ოკეანის გაღმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა წაიყვანა, ამ შეხვედრისთვის მხოლოდ რამდენიმე მორაგბე მოისაკლისა და ისტორიულმა გამარჯვებამ არ დააყოვნა.

 

#კაჭი100

 

კანადასთან ტესტში მე-100 კეპი მოიხვეჭა და მეორე ქართველი ცენტურიონი გახდა დავით კაჭარავა. პირველმა ცენტურიონმა მერაბ კვირიკაშვილმა მეტოქეს ლელო დაუდო და გარდასახა, ორი ჯარიმა გაუტანა და ბორჯღალოსნების 13-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.

 

ქალგარი არამეგობრულად დაგვხვდა და შეხვედრა ძლიერ ქარსა და წვიმაში წარიმართა. სუსხმა და გარემო პირობებმა თამაშს თავისი კვალი დაამჩნია და ის სანახაობრივი ვერ გამოდგა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, განსაკუთრებით ბურთის წინ დავარდნა, თუმცა შერკინებაში ბორჯღალოსნები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და უმრავლეს შემთხვევაში ეპიზოდი ჯარიმით სრულდებოდა.

 

პირველ ტაიმში პირქარში მოგვიწია თამაში. კანადელებმა ტაქტიკა ფეხით თამაშზე და ქართველების შეცდომებზე ააგეს. ამან გაამართლა, შეცდომები მართლაც მრავლად იყო, თუმცა მასპინძლებმა მისი გამოყენება ვერ მოახერხეს, რადგან ღია თამაშში ქართველთა დაცვამ უკან არ დაიხია.

 

ანგარიში კვირიკაშვილმა დებიუტშივე ჯარიმით გახსნა. შესვენებამდე დაგვიშავდა და შევცვალეთ ორი მორაგბე – ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი.

 

მეორე ტაიმში ქარი ჩვენს სასარგებლოდ ქროდა და ახლა ჩვენ გამოვკეტეთ მეტოქე მისსავე ნახევარზე. დებიუტში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. საქართველომ დროის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარა, თუმცა ლელომხოლოდ მატჩის მიწურულს ვიხილეთ: გიორგი ბეგაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოს ხაზთან გადაკიდა, მცველმა მისი შემაგრება ვერ მოახერხა და კვირიკაშვილმა დაამიწა. მანვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და დარჩენილ 3 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა – 13:0.

 

ახლა ბორჯღალოსნები აშშ-ში გადაინაცვლებენ და თბილისის დროით 18 ივნისს, გამთენიის 3 საათზე ‘არწივებს’ ატლანტაში შეერკინებიან.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა