პირველი ნაბიჯი შაბათს, გერმანიასთან გვექნება

თარიღი: თებერვალი 2, 2016

გთავაზობთ ინტერვიუს მილტონ ჰეიგთან, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა რედაქციამ მილტონ ჰეიგთან ინტერვიუ ჩაწერა.

პირველი ნაბიჯი შაბათს, გერმანიასთან გვექნება

მომავალ მსოფლიო თასზე ჩვენი მიზანი რათქმაუნდა 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გასვლა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება იქნება. 2019 წელს აგრეთვე გვსურვს ვცადოთ მეოთხედფინალში გასვლა – ეს საუკეთესო შედეგი იქნება. დასახული მიზნების მისაღწევად შემდეგ 4 წელში ბევრი შრომა უნდა გავწიოთ, რის პირველი ნაბიჯიც მომავალ შაბათს გერმანია იქნება. ეს მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენი პირველი თამაში იქნება, შესაბამისად ყველას გვინდა კარგი თამაშის ხარისხი შევთავაზოთ.

 

რა გასაკვირია, რომ ჩვენ გამარჯვება გვსურს – გვინდა ამ ტურნირზე მოგებების სერია განვაგრძოთ. მართალია ამ ტურნირს ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა რათქმაუნდა მაინც გვინდა მისი მოგება. ამასთან, გვინდა რომ სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ და ეს შესაძლებლობა განვითარებისთვის გამოვიყენოთ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყოველწლიურად რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს გამოვცდით, რომლებსაც ექნებათ 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი. ახალი სახეების გამოჩენა ბუნებრივი პროცესია და ყოველწელიწადს ვიხილავთ უფრო მეტ ახალგაზრდა მორაგბეს – მათ უკვე სანაკრებო ასაკი უწევთ. ისინი უკვე მზად არიან, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. წელსაც რამდენიმე ახალი მოთამაშე გვეყოლება, რომლებსაც ჯერ კიდევ უწევთ 20-წლამდე ნაკრებში თამაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ დიდი მომავალი აქვთ და ზუსტად ახლაა სწორი დრო, რომ ისინი ეროვნულ გუნდში ჩავრთოთ.

 

ნოემბერში მარიფილდზე

წელს ნოემბერში შოტლანდიას მარიფილდზე ვესტუმრებით. ჩვენ ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ამ სტადიონზე მასპინძლების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი მატჩი იქნება. გარდა ამისა ნოემბერში გვექნება კიდევ ორი მაღალი დონის ტესტ-მატჩიც, ხოლო მეტოქეთა ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

ტესტები თბილისის თასის ნაცვლად

2016 და 2017 წლების ივნისში ჩვენ ვგეგმავთ ძლიერ გუნდებთან თამაშს. შესაბამისად აღარ იარსებებს თილსის თასი და საქართველო გაემგზავრება ოკეანეთში, სადაც კუნძულელებს დავუპირისპირდებით. საკმაოდ რთული მატჩები გველის, თუმცა ივნისის ტესტები არის ერთადერთი ფანჯარა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო მაღალი დონის მატჩების სათამაშოდ.

 

ლევან მაისაშვილი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

ჩვენ ძალიან გავიმართლა, რომ სამწვრთნელო შტაბში ლევან მაისაშვილი გვყავს. მაისაშვილი საქართველოში ბოლო წლების ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი. მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, იგი ყოველთის ძალიან კარგ გუნდს აყალიბებდა. უკანა ხაზის მწვრთნელი, მაიქლ ბრედლი კვლავ ჩვენს გუნდშია. აგრეთვე სამწვრთნელო შტაბშია, 20-წლამდელთა მთავარი მწრთნელი ილია მაისურაძე – მას საკმაოდ რთული წელი ელის. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში შედის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.

შეთანხმება ტულონთან
ჩვენ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი შეკრების დროს შევუთანხმდით ტულონს, რომ ისინი ამ პერიოდში კლუბში სათამაშოდ მამუკა გორგოძეს, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძეს საკლუბო მატჩებზე არ გამოიძახებდნენ. სანაცვლოდ კი შევპირდით, რომ მათ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ სამ მატჩზე არ გამოვიძახებდით.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “როდესაც ორი თამაში გაქვს, შემადგენლობის როტაცია ძალიან რთულიაR

ბორჯღალოსნებმა არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ხვალ, 18:30 საათზე ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადნენ. 14 ნოემბერს ბორდოში, […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. თამაში საქართველოს დროით ...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გთხოვთ, უყურეთ თამაშს, ეს არ იყო სამართლიანი მსაჯობა!”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ქალაქ […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში [&he...
წაკითხვა
რაგბი

“შავი ლომის” შემადგენლობა “ენისეის” წინააღმდეგ

სოჭში, რუსეთის ჩემპიონ ‘ენისეისთან’ გასამართ თამაშში ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი […]...
წაკითხვა
რაგბი

“40 წელია რაგბს ვუყურებ და ასეთი რამ არ მინახავს” – რა მოხდა საქართველოს

23 ოქტომბერს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურში “აკადემია” “იუნკერებს” დაუპირისპირდა და მეტოქე 42:12 დაამარცხა. შეხვედრის [&...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. როგორც იცით, მას […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა! (ფოტო)

კოვიდ 19-თან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელი...
წაკითხვა
რაგბი

“პირადად შეძლო კომუნიკაცია” – ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“თბილისი მერიოტში” 15 აგვისტოს გამართულ რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა დამტკიცდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

“ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
რაგბი

ზოიძე: “მაისაშვილი ანტივაქსერულმა პროპაგანდამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში”

რაგბის გამგეობის წევრმა ზურა ზოიძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ ისაუბრა. მაისაშვილს კოვიდი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Netwerk 24-ის ცნობით, მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ...
წაკითხვა
რაგბი

ქართველმა და ურუგვაელმა მორაგბეებმა ქართული სიმღერა ერთად შეასრულეს (ვიდეო)

3 ივლისს, U20 საერთაშორისო სერიის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 20:8 დაამარცხა და სამხრეთ […]...
წაკითხვა