პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია
ესპანეთი – საბერძნეთი 73:71
(14:14, 25:18, 16:25, 18:14)
ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი ნახევარფინალისტი. პირინეელებმა დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს ბერძნებს.
მატჩის გადადმყვეტი მომენტი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედში სერჯიო სკარიოლის შეგირდების შესანიშნავი თამაში დაცვაში. ესპანელებმა 5 წუთის მანძილზე არ ჩააგდებიეს ბურთი ბერძნებს და ამ დროში 7 ქულით გაექცნენ წინ. მიუხედავად ნიკ კალატესის მცდელობისა, დარჩენილ დროში ელინებმა ვერ მოახერხეს მატჩის გადარჩენა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი პაუ გაზოლი იყო, რომელმაც 27 ქულა ჩაუკალათა მეტოქეს. ბერძენთა შორის იანის ანტეტოკუნბო (12 ქულა, 17 მოხსნა) გამოირჩა ორმაგი დუბლით.
საფრანგეთი – ლატვია 84:70
(21:25, 19:13, 16:7, 28:25)
მეორე მეოთხედიფანულ მატჩში ევროპის ჩემპიონებმა და მიმდინარე ტურნირის მასპინძლებმა იოლად დაამარცხეს ლატვია და ნახევაფინალში გავიდნენ, სადაც მეტოქედ ესპანეთის ნაკრები ეყოლება.
პიტველ ტაიმში იანარს ბაგაცკისის გუნდი მეტნაკლებად უწევდა წინააღმდეგობას ფავორიტს. ეს მნამდე, სანამ თამაშს საკუთარ თავზე არ აირებდა ფრანგთა ლიდერი ტონი პარკერი, რომელმაც ზედიზედ რამდენიმე ბურთი ჩააგდო. შესვენების შემდეგ ფრანგები უფრო აგრესიულები გახდნენ როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში და მატჩის ბედი საფინალო სასტვენამდე ადრე გადაწყვიტეს.
პარკერმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა.