პირველი წრის შეჯამება: სიონი
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ჩვენი შემდეგი სტუმარი ბოლნისის “სიონი” იქნება.
მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ბოლნისური კლუბისთვის წარმატებულად ვერ ჩაითვლება. “სიონმა” ასპარეზობა ევროტურნირებით დაიწყო, საიდანაც პირველივე ეტაპიდან გამოვარდა. ალბანური “ფლამურტარის” ბარიერი “სიონმა” ვერ დაძლია, შემდეგ მცირე ხანს შეისვენა და ეროვნულ ჩემპიონატში ჩაება.
ბოლნისური კლუბი შარშანდელი სეზონის შემდეგ რამდენიმე წამყვანმა მოთამშემ დატოვა, ცვლილებები განსაკუთრებით დაცვის ხაზს შეეხო. თუმცა, სეზონის მსვლელობისას ბოლნისელები საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდნენ. დაცვაში ხიზანეიშვილი-კვარაცხელიას წყვილს ალბათ ნებისმიერი ქართული გუნდი ინატრებდა. შეტევაში კი ბოლნისურ კლუბს დავით სირაძე ჰყავდა, რომელმაც “სიონი” უკვე დატოვა და კარიერასაც დიდი აბლათობით რუსეთში გააგრძელებს.
მიუხედავად საკმაოდ ბრძოლისუნარიანი, პირველი ეტაპი “სიონმა” 14 ქულით მე-14 პოზიციაზე დაასრულდა, რაც ამ გუნდს და მის ახლანდელ ბირთვს ნამდვილად არ შეეფერება. ბურდულის შეგირდებმა ჩემპიონატი “ჩიხურასთან” მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, თუმცა დარჩენილ შეხვედრებში მოგება მხოლოდ ორჯერ მოახერხეს.
წარუმატებელი იყო ბოლნისელთა სათასო ასპარეზობაც. როგორც ევროტურნირების მონაწილე “სიონი” დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო. ბოლნისელები ურთიერთობას “ვიტ ჯორჯიასთან” არკვევდნენ და მცხეთაში განცდილი მინიმალური მარცხის შემდეგ, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ნომინალურად საშინაო შეხვედრაში ფრედ, 3:3 ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე “ვეტერინარები” გაუშვეს.
სტადიონის თემას შევეხეთ და ისიც აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში ბოლნისლეები მეტოქეებს ორ სტადიონზე “მიხეილ მესხზე” ან როგორც უკვე ვთქვით გორის ცენტრალურზე მასპნიძლობენ. ასე რომ, საშინაო ასპარეზის არქონაც შეიძლება ჩაითვალოს უარყოფითი შედეგის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად. საუბრობენ, რომ ბოლნისეს სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე შესრულდება. საწყენია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტრადიციული ქალაქი და სტადიონი ფეხბურთის გარეშეა დარჩენილი
პირველ ეტაპზე “სიონის” საუკეთესო ბომბარდირი დავით სირაძე გახდა, რომელმაც 3-ჯერ შეძლო გოლის გატანა. უგოლოდ დაასრულა პირველი წრე ვილი ისიანმა. არადა, ახალგაზრდა შემტევზე ბოლნისელი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. ისიანმა “ფლამურტარის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში შეძლო გატანა და ამიტომ მისგან ჩემპიონატშიც მეტ შედეგიანობას ელოდნენ.
ბოლნისელები მეორე ეტაპისთვის სავარაუდოდ თურქეთში მოემზადებიან. ლადო ბურდულმა გუნდში ცვლილებები და შემადგენლობის გაახალგაზრდავება, რაც ამ გუნდს ნადმვილად არ აწყენდა, ჯერ კიდევ ნოემბერში დაგვიანონსა.