პირველი წრის შეჯამება: სიონი

თარიღი: დეკემბერი 30, 2014

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ჩვენი შემდეგი სტუმარი ბოლნისის “სიონი” იქნება.

მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ბოლნისური კლუბისთვის წარმატებულად ვერ ჩაითვლება. “სიონმა” ასპარეზობა ევროტურნირებით დაიწყო, საიდანაც პირველივე ეტაპიდან გამოვარდა. ალბანური “ფლამურტარის” ბარიერი “სიონმა” ვერ დაძლია, შემდეგ მცირე ხანს შეისვენა და ეროვნულ ჩემპიონატში ჩაება.

ბოლნისური კლუბი შარშანდელი სეზონის შემდეგ რამდენიმე წამყვანმა მოთამშემ დატოვა, ცვლილებები განსაკუთრებით დაცვის ხაზს შეეხო. თუმცა, სეზონის მსვლელობისას ბოლნისელები საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდნენ. დაცვაში ხიზანეიშვილი-კვარაცხელიას წყვილს ალბათ ნებისმიერი ქართული გუნდი ინატრებდა. შეტევაში კი ბოლნისურ კლუბს დავით სირაძე ჰყავდა, რომელმაც “სიონი” უკვე დატოვა და კარიერასაც დიდი აბლათობით რუსეთში გააგრძელებს.

მიუხედავად საკმაოდ ბრძოლისუნარიანი, პირველი ეტაპი “სიონმა” 14 ქულით მე-14 პოზიციაზე დაასრულდა, რაც ამ გუნდს და მის ახლანდელ ბირთვს ნამდვილად არ შეეფერება. ბურდულის შეგირდებმა ჩემპიონატი “ჩიხურასთან” მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, თუმცა დარჩენილ შეხვედრებში მოგება მხოლოდ ორჯერ მოახერხეს.

წარუმატებელი იყო ბოლნისელთა სათასო ასპარეზობაც. როგორც ევროტურნირების მონაწილე “სიონი” დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო. ბოლნისელები ურთიერთობას “ვიტ ჯორჯიასთან” არკვევდნენ და მცხეთაში განცდილი მინიმალური მარცხის შემდეგ, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ნომინალურად საშინაო შეხვედრაში ფრედ, 3:3 ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე “ვეტერინარები” გაუშვეს.

სტადიონის თემას შევეხეთ და ისიც აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში ბოლნისლეები მეტოქეებს ორ სტადიონზე “მიხეილ მესხზე” ან როგორც უკვე ვთქვით გორის ცენტრალურზე მასპნიძლობენ. ასე რომ, საშინაო ასპარეზის არქონაც შეიძლება ჩაითვალოს უარყოფითი შედეგის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად. საუბრობენ, რომ ბოლნისეს სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე შესრულდება. საწყენია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტრადიციული ქალაქი და სტადიონი ფეხბურთის გარეშეა დარჩენილი

1197

პირველ ეტაპზე “სიონის” საუკეთესო ბომბარდირი დავით სირაძე გახდა, რომელმაც 3-ჯერ შეძლო გოლის გატანა. უგოლოდ დაასრულა პირველი წრე ვილი ისიანმა. არადა, ახალგაზრდა შემტევზე ბოლნისელი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. ისიანმა “ფლამურტარის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში შეძლო გატანა და ამიტომ მისგან ჩემპიონატშიც მეტ შედეგიანობას ელოდნენ.

სიონი_სპარტაკი_6923142424

 

ბოლნისელები მეორე ეტაპისთვის სავარაუდოდ თურქეთში მოემზადებიან. ლადო ბურდულმა გუნდში ცვლილებები და შემადგენლობის გაახალგაზრდავება, რაც ამ გუნდს ნადმვილად არ აწყენდა, ჯერ კიდევ ნოემბერში დაგვიანონსა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტიმ ოცნების ნახევარდაცვის ხაზი შეადგინა

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ოცნების ნახევარდაცვის ხაზი ჩამოაყალიბა. BT Sport-ზე, რიო ფერდინანდთან სტუმრობისას იტალიელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა შეიცვალა

ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა შეცვალეს. ტურნირი ყატარის ნაცვლად იაპონიაში ჩატარდება. საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი მილიონი გამოიმუშავა ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში?

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ევროპიდან ამერიკის კონტინეტზე 2017 წელს გადავიდა და მისი წლიური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “რონალდომ მითხრა, თუ ჩემგან სირბილს მოითხოვ, ძირითადში არ დამაყენოო”

ლივერპულის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ფრანს ფუტბოლის” ჟურნალისტთან საუბრისას ის დრო გაიხსენა, როდესაც &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძის მორიგი გოლი ბელგიაში (ვიდეო)

ბელგიის პროქსიმუს ლიგაში, “ბრიუგეს” 23-წლამდე გუნდსა და “სერენს” შორის მიმდინარე მატჩის მე-19 წუთზე ჟორჟ მიქაუტაძემ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ აფინანსებს “ლანჩხუთის” ქალთა გუნდს? – ყველა ინფორმაცია

ქალთა გუნდმა “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გააღწია და მისი დიდი წარმატებით ნაკრების წარუმატებლობა გადაფარა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო ყაზაიშვილმა “სან ხოსე” დატოვა

საქართველოს ნაკრების წევრმა, ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკული “სან ხოსე” დატოვა. ვაკომ ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯორჯინა როდრიგესის 10 ყველაზე პოპულარული ფოტო ინსტაგრამში

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდუს მეუღლეს, ჯორჯინა როდრიგესს სოციალურ ქსელ ინსტაგრამში 22 მილიონზე მეტი გამომწერი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” და “პსჟ” ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, მილანის “ინტერი” და “პარი სენ-ჟერმენი” ნახევარმცველების გაცვლას აპირებენ. წყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრა” საქართველოს თასის გამარჯვებულია

საქართველოს თასის ფინალში “გაგრამ” წყალტუბოს “სამგურალი” პენალტების სერიაში 5-3 დაამარცხა და საქართველოს თასს ისტორიაში მეორედ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიეირა გაუშვეს

“ნიცას” ხელმძღვანელობამ პატრიკ ვიეირა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ფრანგი სპეციალისტი კლუბს ორწელიწადნახევრის განმავლო...
წაკითხვა
ფეხბურთი

შობოშლაიმ მომავალი კლუბი აირჩია

“რედ ბულ ზალცბურგის” ნახევარმცველმა, დომინიკ შობოშლაიმ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. უნგრელი ფეხბურთელი კარიერის ...
წაკითხვა