პირველი წრის შეჯამება: მეტალურგი
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი რუსთავსი “მეტალურგზე” გვექნება.
ჩავარდნილი მოსამზადებელი ეტაპი, ფინანსური პრობლემები და გაურკვეველი მოომავალი – ასე შეხვდა “მეტალურგი” უმღლესი ლიგის პირველი ეტაპის სტარტს, თუმცა მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, რუსთეველებმა გათამაშების საშემედგომო ნაწილი ღირსეულად ჩაატარეს და რამდენიმე მართლაც დასამახსოვრებელი მატჩი აჩუქეს საკუთარ გულშემატკივარს.
სასტარტო ოთხი ტური “მეტალურგმა” წაუგებლად იასპარეზა. გამორჩელი მატჩი კი რა თქმა უნდა თბილისის “დინამოსთან” შედგა, რომელშიც რუსთაველებმა ქვეყნის ჩემპიონს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველ ეტაპზე კილასონიას გუნდს ორი მცირე ჩავარდნა ჰქონდა, რასაც ორჯერ, ზედიზედ ორი შეხვედრის წაგება მოყვა, თუმცა საბოლოოდ “მეტალურგმა” პირველი წრის უკანასკნელ სამ ტურში მოპოვებული 7 ქულით 2014 წელი მე-6 ადგილზე დაასრულა.
რუსთაველები მესამე პოზიციას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან და თეორიულად სამეულში მოსახვედრად საკმაოდ კარგი შანსებიც აქვთ, თუმცა რეალურად სიტუაცია ოპტიმისტური ნამდვილად არ არის. გუნდის დაფინანსების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. პირველი ეტაპის ჩამთავრება “მეტალურგმა” სფფ-დან მიღებული თანხით შეძლო. კლუბს ტოვებენ ფეხბურთელები და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამაც დატოვოს დაკავებული თანამდებბობა.
“მეტალურგი” ასპარეზობას თასზეც აგრძელებს. “სასკოს” და “ზუგდიდის” ძლევის შემდეგ 1/4-ფინალში “მეტალურგი” გასული ორი გათამაშების ფინალისტს, საჩხერის “ჩიხურას” შეხვდებიან.
პირველ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რა თქმა უნდა დაჩი ცნობილაძე გახლდათ. 20 წლის ფეხბურთელი საკუთარ გუნდს ნახევარდაცვაში და დაცვაშიც ეხამრებოდა და ამავდროულად 15 შეხვედრაში 5 გოლის გატანაც მოახერხა, რაც “მეტალურგში” საუკეთესო შედეგია.