პლატინი: “კლუბებს თავიანთი ტურნირის შექმნის სრული უფლება აქვთ”
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ, ევროპის სუპერლიგისა და უეფას წარმომადგენლებს შორის არსებული კონფლიქტის თავისებური ხედვა გაგვიმჟღავნა.
“უეფასა და სუპერლიგას შორის არსებული კონფლიქტი ძალიან მახალისებს. უკვე 50 წელია, რაც კლუბბი ევროთასების ფორმულის შეცვლას ცდილობენ და ამჯერად ეს თითქმის გამოუვიდათ.
ყველაფერს ფანებისა და ჟურნალისტების უხეშმა რეაქციამ გამოუცალა საფუძველი. ფანებმა და მედიამ იმის გაკეთება შეძლო, რაც უეფამ ვერ მოახერხა – მათ კლუბები გააერთიანეს.
ვთვლი, რომ კლუბებს თავიანთი ტურნირის შექმნის სრული უფლება აქვთ, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგასა და ჩემპიონატებში მონაწილეობაზე უარის თქმის უფლება,” – აცხადებს პლატინი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის იდეას ჯერ კიდევ აქტიურად უჭერენ მხარს “რეალის”, “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელები.