პლატინი: “პოლიცია ჩემ სახლში პუტინის ნაჩუქარ პიკასოს ნახატს ეძებდა”
ფრანგული გამოცემა France 24 უეფას ყოფილ პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან ჩაწერილ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს ფრაგმენტს ავრცელებს, სადაც პლატინი 2018 წლის მუნდიალის გავლენის შედეგზე საუბრობს.
“ფრანგული პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ მე სახლში პიკასოს ნახატს ვინახავდი. ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწეებოდა, რომ სანდო წყაროს ცნობით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად პუტინმა მე ნახატი მაჩუქა.
პოლიცია ჩემ სახლში პუტინის ნაჩუქარ პიკასოს ნახატს ეძებდა. ეს უბრალოდ დაუჯერებელია, ნამდვილი ფანტასტიკა,” – აცხადებს პლატინი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი სწორედ რუსეთში ჩატარდა. მუნდიალის გამარჯვებული საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები გახდა.