პლეიოფების მესამე წრე – 31 ქულით 33 გრადუსში
არმიამ წინასწარ ფინალში იოლად ძლია ლოკომოტივი და გავიდა დიდში, სადაც შარშანდელი ჩემპიონი, ლელო ელის.
ავსტრალიური სისტემით “წინასწარ ფინალში” შესარჩევის დამარცხებული არმია და გასავარდნის გამარჯვებული ლოკომოტივი შეწყვილდნენ.
არმია 48:17 ლოკომოტივი
7ლ: თავართქილაძე (1 6) შკინინი ჩიტიძე ჩხიკვაძე ტუჩაშვილი გაბროშვილი; 5გ ჯ: კობახიძე სბ ქორიძე –
2ლ: ზაბახიძე ჟამუტაშვილი; 2გ: წიკლაური; ა: ჭინჭარაული
მსაჯი ბერი (ირლ) აცდა: 2გ ჯ – . # შეცვლა: 10 / 8
წინა ვიქენდზე ორივე გუნდს დიდი ბრძოლა გადახდა, მაგრამ არმიამ უკეთ აღიდგინა ძალები და 33 გრადუს სიცხეში უმალ დაწინაურდა.
ჯარის გუნდმა პირველ მეოთხედშივე სამი ლელო შეიტანა 19:0, პირველი ტაიმი კი 29:3 მოიგო. შესვენების შემდეგ თამაში ინერციითღა გაგრძელდა და სხვაობად 31 ქულა აღინუსხა. არადა, ჩემპიონატის წრიულ ეტაპზე მეტოქეებმა ერთმანეთს თითო მატჩი მოუგეს და ჯამური ანგარიში 32:29 იყო რკინიგზის სასარგებლოდ.
9-გზის ჩემპიონი ლოკომოტივი ბრინჯაოს დაჯერდა და შარშანდელთან შედარებით სამი ადგილით ზემოთ აინაცვლა, 2011 წლის ფალავანი არმია კი ლელოს შაბათს, 24 მაისს შეეცილება “ბზის თასს”.
ფინალს ირლანდიელი პითერ ფითსგიბონი განსჯის. სტადიონი და დრო ორშაბათს დაზუსტდება.
Rugby.GE