“პლეიოფი” დაიწყო

თარიღი: მაისი 5, 2014

ამას წინათ საინტერესო ფაქტს ჩავუფიქრდი: ევროპის საფეხბურთო საკლუბო ტურნირები ყველა მსურველისთვის გახსნილია. არანაირი შეზღუდვა ქვეყნის, მსოფლიო რეიტინგის ან კლასის მიხედვით იქ არ არის. პრინციპი მარტივია: ოღონდ ითამაშე, საშინაო ასპარეზზე კარგი შედეგი აჩვენე და ყველაზე საუკეთესო შეჯიბრებები შენთვის ღიაა. ბუბა კიკაბიძე რომ მღერის  “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო” – დაახლოებით ეგრეა. სარაგბო ტურნირები კი, პირიქით, საშინლად ჩაკეტლი და (ჩემი აზრით) უსამართლო პრინციპით ტარდება: რამდენიმე ჯილა ქვეყანა შეყრის თავის გუნდებს ლოტოტრონში, ჰა-ჰა ერთი-ორი იტალიელიური კლუბიც დაიმატონ და ეგაა შენი “ჩემპიონთა ლიგა”. არც რანგით მეორე ევროპული შეჯიბრება გამოირჩევა გეოგრაფიული მრავალფეროვნებით. მოკლედ ქაჯეთის ციხეა.

და ყველაფერი ამის მიუხედავად… ქართული საფეხბურთო კლუბები ამ სტუმართმოყვარე ტურნირების ძირთად ნაწილამდე მიღწევას ვერ ახერხებენ, სარაგბო კლუბებს კი მომავალი წლიდან ევროპელები თავად ეპატიჟებიან სათამაშოდ. სავარაუდოდ ევროპაში ორი ჩვენებური გუნდი  გავა.

ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ორმაგად საინტერესოს ხდის. ევროტურნირებში ჩართვა აუცილებლად გააძლიერებს აქაურ ასპარეზს, აამაღლებს მოტივაციას (რომელიც ისედაც საკმარისია) და გახსნის ახალ პერსპექტივას.

სულაც არ მაქვს იმის ილუზია, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებს ტრიუმფით დაიწყებენ. ისიც კარგი იქნება ბიჭები რაღაც ახალს რომ ნახავენ და, თუდაც მწარე, გაკვეთილს მიიღებენ.

ჰოდა, იმას ვამბობდი… საქართველოს ჩემპიონატი უფრო და უფრო აქტუალური ხდებათქო. ამიტომ გადავწყვიტე, ამ საიტის მკითხველს უმაღლესი ლიგის მატჩებზე მოვუთხრო ხოლმე; მოვუყვე იმის შესახებ, რაც ბოლო ტურის შეხვედრებში მოხდა; ვინ როგორ რაგბის თამაშობს და ვინ რა მდგომარეობაშია. ამ სეზონში ამის გაკეთება ბევრჯერ აღარ მომიწევს, რადგანაც უკვე პლეი ოფი დაიწყო და სულ რამდენიმე შეხვედრა დარჩა, მაგრამ საექსპერიმენტოდ სრულიად საკმარისია.

ეს შესავალი იყო.

მაშ ასე. შაბათს პლეიოფი დაიწყო და  “ნოქ აუთ” რაუნდში გასული ექვსი გუდნიდან ოთხმა უკანასკნელმა ითამაშა. ახლა არ მკითხოთ რატომ ოთხმა და არა ექვსივემო! საქართველოს პირველობა ავსტრალიელების მოგონილი ბატიფეხური სისტემით იმართება, რომელიც, სავარაუდოდ ევროპელმა მისიონერებმა და ადგილობრივმა მჩხიბავებმა საერთო ძალისხმევით შექმნეს. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ…

მოკელდ პირველ საპლეიოფო ტურში “ლოკომოტივი” “ჯიქებს” შეება, “აია” კი “ყოჩებთან” სათამაშოდ ჩამოვიდა. რატომღაც ეს ორივე მატჩი ერთ დროს დაიწყო (ესეც ჩემპიონთა ლიგა ხომ არაა, თქვე დალოცვილებო!) და გულშემატკივრებიც “ავჭალასა” და “შევარდენს” შორის გაიხლიჩნენ.

ეს მძიმე დილემა “ყოჩები” “აიას” სასარგებლოდ გადავწყვიტე. ვიფიქრე უფრო ლაღი თამაში იქნებათქო  და ასეც გამოვიდა –  შეცდომებით და “ფალშებით” სავსე, მაგრამ მაინც მხიარული.

ჯერ იყო და ყოჩების გამთამაშებლებმა არაზუსტი არეკნები დააყარეს მეტოქეს. განსაკუთრებით თემო სოხაძე, სადაც ბურთს დაიჭერდა ეგრევე კარში ურახუნებდა. გაოგნებულმა ირლანდიელმა რეფერიმ ქართულად იკითხა – უკაცრავად, ეს რა სპორტიაო. რა იცის საბრალო კელტმა, რომ ჩვენში რაციონალური თამაში მხოლოდ შიგადაშიგ თუ გამოდის, დანარჩენი დრო თვითშემოქმედებას ეთმობა.

მერე ყველაფერი ოდნავ დამშვიდდა და ანგარიშიც გაიხსნა, სოხაძის ჯარიმას, გოგიშვილის ლელო და სოხაძისავე გარდასახვა მოჰყვა.

ამასობაში ქუთაისელებმაც მოახერხეს გამოფხიზლება და პირველივე საპასუხო შეტევაში 7 ქულა აიღეს.

მერე კვლავ თვითშემოქმედების დრო დადგა. არ ვიცი უცხოელი მსაჯის მოხიბვლას ცდილობდნენ, თუ პუბლიკის, მაგრამ ზედმეტი კი მოსდიოდათ. არც ერთი გუნდი ბურთს არ უფრთხილდებოდა და კარგი ქველმოქმედივით უთმობდა მეტოქეს უაზრო “ოფლოუდებით”. ცალკე საკითხია შეტევების ბოლო ფაზა, როცა ერთი კარგი პასი უნდა გაკეთდეს და ლელო ჯიბეში გაქვს. მაგრამ სწორედ ის ბოლო პასია ხან ალთას რომ მიფრინავს და ხან – ბალთას და… “წავიდან მიქელ გაბრიელთან შენი სამი ჩაფი ღვინო.” ამ ცუდი ბოლო პასის გამო, ორივე გუნდის რამდენიმე ძალიან ლამაზი შეტევა უშედეგოდ დასრულდა.

ბოლოს სოხაძემ ერთი ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 13:7 მორჩა.

მეორე ნახევარი იმერლებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენჯერმე ახლოსაც იყვნენ მიზანთან, მაგრამ …”სამი ჩაფის ამბავი ხომ გახსოვთ?!”

და მერე “აიას” 10 ნომერი დაემტვრა. რეზი ჯინჭველაშვილი შეიძლება ახალგაზრდაა, მაგრამ თუკი მისი გუნდი თამაშობდა ერთ-ერთი “დამნაშავე” სწორედ ის იყო. საერთოდ ეს ბიჭი იმ მორაგბეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელზე გინდა რომ თქვა – “ეს დიდ რაგბის ითამაშებს”. მაგრამ იმ დღეს რეზის არ გაუმართლა, ჯერ ხომ ტრავმა მიიღო, შმედეგ კი დაახლოებით 20  წუთი მოუწია ტკივილით სასწრაფო დახმარების ლოდინი. აქ ირლანდიელმა მსაჯმა მეორედ ამოიკვნესა ქართულად: ” მიხედეთ ბავშვს, ცოდოაო”.

“აიამ” კი თამაში ვეღარ დაალაგა და, როცა მეტოქეზე წნეხი ყველაზე მეტად უნდა გაეზარდა (ანუ მატჩის ბოლო მეოთხედში) აქეთ მიიღო ლელო და ყველაფერი ცხადი გახდა. საქართველოს პირველობას არათბილისური გუნდი აღარ შემორჩა (“ყოჩები” კი ასპარეზობენ ბოლნისის სახელით, მაგრამ მე ხომ ვიცი რანაირი ბოლნისელებიც არიან) და ბზის თასი თბილისური გარჩევის საქმე გახდა.

ყოჩებმა 20:7 გაიმარჯვეს და ასპარეზობას აგრძელებენ. მათი მომდევნო მეტოქე თბილისის ლოკომოტივი იქნება, რომელმაც “ჯიქებთან” შეხვედრა ფრედ 19:19 დაასრულა და მატჩში მეტი ლელოს გატანისთვის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ წესსაც შევედავებოდი ჩემი ნება რომ იყოს: ცოდოა იმ გუნდის წაგებულად გამოცხადება, რომელმაც მეტოქესთან თანაბარი ქულები მოაგროვა. სულ მცირე, დამატებით დროს მაინც იმსახურებს, მაგრამ რას გაუგებ ავსტრალიელ მჩხიბავებს…

მომდევნო ტური დამდეგ უქმეებზეა. მოდით!



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისური მედია ჩელსიზე: “ვერსად ნახავთ იმას, რაც გუნდის გასახდელში ხდებოდა”

ინგლისური მედია პოტერის გათავისუფლების შემდეგ “ჩელსიში” არსებულ საინტერესო სიტუაციაზე წერს. “ჩელსიმ” სატრანსფერო ფანჯრის დროს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის რეაქცია, როცა უთხრეს, რომ თამაში უწევდა (ვიდეო)

“რეალმა” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა. 65-ე წუთზე ანჩელოტიმ აზარი შემოიყვანა. ასეთი იყო ბელგიელის რეაქცია, როცა მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვიკინგები” სიგუას: “შენ ჩვენი მომავალი ხარ! გვაპატიე”

ქობულეთის “შუქურა” თბილისის “დინამოსთან” 95-ე წუთზე გაშვებული გოლით 1-2 დამარცხდა. “შუქურას” ფანებმა, “ვიკინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ ბიჭს ვერაფერი შეაჩერებს! 24 სანტიმეტრით მაღალი ვეგჰორსტიც არ შეიმჩნია (ვიდეო)

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 2-2 დასრულა. ერთ-ერთ მომენტში 1.73მ-ის გავიმ 1.97მ-ის ვეგჰორსტს თავზე დუელიც მოუგო. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?

“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქებაძე: “სამინისტრომ მილოცვა უკან წაიღო და Facebook-ზე პოსტი წაშალა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში, ელენე ქებაძე სპორტის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქებაძემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯიუნტოლი რონალდოზე: “არავის ყიდვა არ გვჭირდება”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რონალდოს “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო “ნაპოლიში” წავა? კრიშტიანო მზად არის ხელფასი შეიმციროს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, იანვარში “ნაპოლიში” გადავიდეს. როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, პორტუგალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო კვლავ გაბრაზდა – მატჩის დასრულებამდე გასახდელში წავიდა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა. ტენ ჰააგს რონალდო მოედანზე არ გამოუყვანია და პორტუგალიელიც, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი მიაჩნია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგების შემდგომ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და მადრიდის “რეალიდა...
წაკითხვა