პოჩეტინო აღიარებს, რომ მესის ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო
“პარი სენ-ჟერმენის” ახალმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ესპანიოლში” ყოფნისას ძალიან ახლოს იყო ლეო მესის ტრანსფერთან.
“მესი “პარი სენ-ჟერმენში”? კომენტარს არ ვაკეთებ. როდესაც “ესპანიოლში” და “საუთჰემპტონში” ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი გუნდში საუკეთესო ფეხბურთელების ყოლაზე.
მესის ტრანსფერთან ძალიან ახლოს ვიყავი “ესპანიოლში”. მის არენდაზე მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდიოდა, თუმცა გამპერის თასზე ძალიან კარგად ითამაშა და მისი დატოვება გადაწყვიტეს.
არაერთხელ შევხვედრივარ მას ლონდონსა თუ იტალიაში. ჩვენ ორივენი ვიზიარებთ “ნიუელსის” სიყვარულს, რადგანაც ორივენი მათი აკადემიის აღზრდილები ვართ.
ვიცი, თუ რაც ხდება მესისთან მიმართებაში. მე ყველას ვაკვირდები “ვესტ ჰემიდან” დაწყებული “ვალიადოლიდით” დასრულებული. ნამდვილად არ მინდა ახლა მეტი ვისაუბრო მესის შესახებ,” – აცხადებს პოჩეტინო.