პოჩეტინო: “ბარსელონა” გამარჯვებებისთვის არის შექმნილი”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გასმართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
“გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ “პარი სენ-ჟერმენს” შეეძლო ის გაეკეთებინა, რაზეც კლუბი 50 წელია ოცნებობს. წელს ჩვენ კიდევ ერთი შანსი გვაქვს. ყველა ნაბიჯი გონივრულად უნდა გადავდგათ.
უპირველესყოვლისა, “ბარსელონას” ბარიერის დაძლევაზე უნდა ვიზრუნოთ. “ბარსას” ევოლუციას თავიდან ბოლომდე ვაკვირდებოდი კუმანის მოსვლის შემდეგ. ყველასათვის ნათელია, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას. შვიდთვიანი მუშაობის შედეგად გუნდს რონალდ კუმანის ხელი დაეტყო.
“ბარსელონას” სოლიდური გუნდი ჰყავს, რომელიც გასაოცარი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ იციან, როგორ იბრძოლონ. “ბარსელონა” გამარჯვებისთვის არის შექმნილი,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.