პოჩეტინო: “გაბრიელ ჟესუსი დიდ ტალანტს ფლობს”
გუშინ “მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერი. “ქალაქელებმა” 19 წლის ბრაზილიელი შემტევი “პალმეირასიდან” დაიმატეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელს, შესაძლოა, პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ჰქონდეს დებიუტი. ამ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. სწორედ “სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა ჟესუსზე.
“ამ ფეხბურთელის შესაძლელობების შესახებ ვიცი. ეროვნულ ნაკრებში მისი ასპარეზობა ნანახი მაქვს,” – აცხადებს არგენტინელი.
“მას თავდამსხმელის უკან შეუძლია თამაში. ჟესუსი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მას დიდი ნიჭი და პოტენციალი გააჩნია. შესაძლოა, მან სასტარტოშიც დაიწყოს ჩვენს წინააღმდეგ თამაში, ან, გვარდიიოლამ იგი თავიდან სათადარიგოზე განამწესოს, ზუსტად ვერ ვიტყით. თუმცა, მას დიდი ხიფათის შექმნა შეუძლია ჩვენი კარისთთვის,” – ციტირებს Goal.Com-ი მაურისიოს სიტყვებს.