პოჩეტინო: “ისკოს მაგიურობას აუცილებლად გავითვალისწინებთ”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტუსი შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალს” შეერკინება.
“სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“რეალში” ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, ისკო ალარკონი საუკეთესოა. მქონდა ბედნიერება, სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ მისი თამაში მენახა. ის შემოქმედებითი სპორტსმენია. ვფიქრობ, ისკომ “რეალში” თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინა. ჩვენ მის მაგიურობას მხვედელობაში მივიღებთ.”
“ჰარი კეინი უმნიშნელოვანესი ფიგურაა. ახლა ის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს, თუმცა არ ვიცით, რა იქნება მომავალში. იმედი მაქვს, მას შევინარჩუნებთ. ჰარი ბევრი თანაგუნდელისთვის მისაბაძი პიროვნებაა. ზინედინ ზიდანმა უკე თქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, კეინს ისევ აქვს თავისი ოთახი, სადაც თავდაუზოგავად შრომობს.”
“მოედანზე შემართებით გავალთ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვხვდებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვცადოთ,” – აცხადებს ჰარი.