პოჩეტინო: “მანჩესტერ სიტის” საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს პეპ გვარდიოლას სახით”
28 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება “პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის. ფრანგული კლუბის თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ, მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.
“ორი წლის წინანდელი მატჩიდან [“ტოტენჰემისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება ნახევარფინალში] სასწავლი არაფერი გვაქვს. ახლა სრულად განსხვავებულ სიტუაციაში ვიმყოფებით. დღეს მე “პარი სენ-ჟერმენში” ვმუშაობ, “სიტი” კი განსხვავებული გუნდია.
ჩემი აზრით,”მანჩესტერ სიტი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მათ საუკეთესო მწვრთნელი ყავთ პეპ გვარდიოლას სახით. ვნახოთ, იქნება თუ არა “ბაიერნთან” თამაშზე უფრო რთული.
“მანჩესტერ სიტი” ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ძალიან რთული იქნება მათი დამარცხება. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი კარგ ფეხბურთს იხილავს, ეს უმთავრესია,” – აცხადებს პოჩეტინო.