პოჩეტინო: “თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, შესაძლოა, მთელი კვირა ვიტირო”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, საკუთარ ფანებს პირდება, რომ ფინალის მოგების შემთხვეაში კიდევ ერთხელ იხილავენ თვალცრემლიან პოჩეტინოს.
“დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მტირალა ვიყავი და “Ilorona”-ს მეძახდა, რაც ისეთ ადამიანს ჰქვია, რომელიც ხშირად და ბევრს ტირის. დედაჩემი ჩემზე ამბობს – “როდესაც ბედნიერია, ტირის. როდესაც ნაწყენია, ტირის. საკმარისია შეწყვიტე ტირილი!”.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ სავარჯიშო ბაზიდან სახლში დაბრუნებისასაც ვტირი ხოლმე – გზას ოცი წუთი სჭირდება და როდესაც სევდიანი მუსიკა ირთვება, რომელიც ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტს მახსენებს, ტირილს ვიწყებ და ამით ყოველთვის ვაკვირვებ ჩემ მეუღლეს.
მეუღლე მეკითხება, თუ რატომ ვტირი მე კი ვპასუხობ – მუსიკამ 30 წლის წინათ არგენტინაში მომხდარი რამ გამახსენა. ფილმებზეც ვტირი ხოლმე და ზოგადად ყველაფერზე. ჩემპიონთა ლიგას თუ მოვიგებთ, შესაძლოა, მთელი კვირა ვიტირო,” – აცხადებს 47 წლის სპეციალისტი.