პოჩეტინო: “ტოტენჰემმა” ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აღიარებს, რომ დიდებული სეზონის მიუხედავად “ტოტენჰემს” კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. ეს განცხადება მან “საუთჰემპტონთან” შინ წაგებული მატჩის შემდეგ გააკეთა (1-3).
“პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელიც ჩვენს სასარგებლოდ იყო – 70%. თუმცა უფრო სოლიდურები უნდა ვყოფილიყავით და მეტი მონდომება უნდა გამოგვეჩინა. ძალზედ იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ბრძოლა გრძელდება.
გასული კვირის გადაღლილობა მიზეზი არ არის – მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. მათ ცოტა დარტყმა ჰქონდათ, თუმცა გოლების გატანა მოახერხეს. ასეთია ფეხბურთი. ვულოცავ “წმინდანებს”.
ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ – მომდევნო სეზონში უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეორე ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანია და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.”