პოჩეტინო: “ვეცდებით, “მანჩესტერ სიტის” დავეწიოთ”
დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” “უემბლიზე” მესრესაიდის “ლივერპული” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4-1 გაანადგურა.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან “სპურსების” დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.
“გუნდი “უემბლიზე” მშვენივრად გამოიყურება. ის ცდილობს, რომ ამ სტადიონზე დამაჯერებლად ითამაშოს. მნიშვნელოვანია, ეს კედლები ჩვენთვის სახლივით იყოს.”
“უკვე მესამე სეზონია პრემიერ ლიგაში რომელიღაც კლუბის დაწევას ვცდილობთ. “მანჩესტერ სიტი” მშვენიერი გუნდია. მას უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და წვრთნის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ვნახოთ, რა მოხდება. ვეცდებით, მათ დავეწიოთ,” – აცხადებს პოჩეტინო.