პოჩეტინომ პრემიერ ლიგის ფავორიტთა შორის “ტოტენჰემი” არ დაასახელა
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში “ტოტენჰემი” ლიდერებთან შედარებით უფრო ნაკლებ ზეწოლას განიცდის განხორციელებული ინვესტიციებიდან გამომდინარე.
“მართალია, რომ გასულ სეზონთან შედარებით ახლა უფრო ახლოს ვართ პირველ ადგილთან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი ვართ.
ვფიქრობ, “მანჩესტერ სიტი” უფრო მაღალ დონეზე იმყოფება. რა თქმა უნდა, “ლივერპული”, “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” ბოლომდე აპირებენ ბრძოლას ტიტულისთვის.
მათ უფრო დიდი ინვესტიცია აქვთ ჩადებული, ვიდრე ჩვენ, რაც ბევრს ნიშნავს. მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ჩვენ. მომდევნო თვეების მანძილზე მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დავიკავოთ ცხრილში,” – აცხადებს პოჩეტინო.