პოჩეტინომ თავის ცოლს უთხრა, “უაიტ ჰართ ლეინს” ახლოს არ გაეკაროო
“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აღიარებს, რომ თავის მეუღლეს “უაით ჰართ ლეინისაგან” შორს ყოფნა მოსთხოვა.
“ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ის “უაით ჰართ ლეინზე” აღარ დადის, ჩვენ კი ვიგებთ. ამიტომაც ვუთხარი – “უკეთესია სახლში თუ დარჩები ხოლმე, ასე სულ ვიგებთ”.
მაშინ გაბრაზებული ვიყავი. მატჩის დასრულების შემდეგ, ყოველთვის მირეკავდა და ჩემს ქმედებებს აფასებდა. ყოველთვის იმას მეუბნებოდა ეს ასე რატომ გააკეთეო, მეტჯერ აღარ გაიმეოროო.
ის ყოველთვის გუნდზე ფიქრობს, ყოველთვის უყურებს ჩვენს თამაშებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შენიშვნებს თამაშის შემდეგ მაძლევს და არა თამაშამდე,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.