პოჩეტინოს კომენტარი “აიაქსთან” მარცხის შემდეგ
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, საშინაო კედლებში “აიაქსთან” განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ვფიქრობ, შეხვედრის პირველი ნახევარი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ. მეტოქე ჩვენზე უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა და სწორედ ამან იქონია გავლენა მატჩის მსვლელობაზეც.
გოლის გაშვების შემდეგ ყველაფერი იცვლებოდა, თამაშში ჩავერთეთ, რაც მუსა სისოკოს დამსახურებაცაა. მეორე ტაიმში კი მაქსიმალურად ვაწვებოდით მეტოქეს და შანსების შექმნაზე ვფიქრობდით. მეორე ტაიმი თანაბრად წარიმართა.
ხუთი მცველით თამაში? ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, შემიძლია ჩავთვალო, რომ შეცდომა დავუშვი, თუმცა ბევრი ვარიანტი არც მქონია. კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ვერ იტყვი რა მოხდებოდა, სხვაგვარად თუ ვითამაშებდით.
შეხვედრა არა ტაქტიკამ, არამედ ჩვენმა მატჩისადმი მიდგომამ წაგვაგებინა. მე მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობა გამაჩნია. 1-0-ზე ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის, ამსტერდამში გასამარჯვებლად ჩავალთ,” – აცხადებს პოჩეტინო.