პოდოლსკი “არსენალის” დატოვებაზე ფიქრობს
ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ლუკას პოდოლსკიმ მიანიშნა, რომ კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.
“ფეხბურთი სისხლში მაქვს გამჯდარი, მიყვარს თამაში. ყოველკვირეულად ვერ ვთამაშობ, ამიტომ რაღაც უნდა შევცვალო. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ერთი რამ ცხადია, ამაზე უნდა ვიფიქრო”, – განაცხადა პოდოლსკიმ ტელეკომპანია RTL-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ლუკას პოდოლსკი “არსენალს” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “მეთოფეთა” ფორმით მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან სამ შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა.