პოდოლსკი “გალას” უახლოვდება
უახლოეს მომავალში “არსენალის” ფორვარდი ლუკას პოდოლსკი, შესაძლოა, თურქეთში გადაბარგდეს.
თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “გალათასარაიმ” გერმანის ნაკრების ტრანსფერის დეტალები “არსენალთან” უკვე შეათანხმა. პოდოლსკი ახალ გუნდთან კონტრაქტს 3 წლით გააფორმებს, ლონდონელები კი მის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს მიიღებენ.
შეგახსენებთ, გასული სეზონის მეორე ნახევარში პოდოლსკი იჯარის წესით “ინტერში” თამაშობდა და 17 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.