პოდოლსკი ფილმში გადაიღეს

თარიღი: ოქტომბერი 29, 2014

“არსენალისა” და გერმანიის ნაკრების ფორვარდმა ლუკაშ პოდოლსკიმ საკუთარი თავი მსახიობის როლშიც გამოცადა, კერძოდ კომედიურ ფილმ “მაჩოში”.

Goal.com–ის ინფორმაციით ლუკაშმა მონაწილეობა მორიც ნეტეიანკობას ნოველის მიხედვით გადაღებულ ფილმ “მაჩოში” მიიღო და Macho-Men–ის როლი მოირგო.

“ფილმში მოვლენები ვითარდება ჩემს მშობლიურ ქალაქ კიოლნში. იქ სადაც დავიბადე, გავიზარდე და პროფესიონალ ფეხბრუთელად ჩამოვყალიბდი. ფილმი ძალიან სახალისო გამოვიდა. პრემიერას მოუთმენლად ველი.”–განაცხადა პოდოლსკიმ

მსგავსი სიახლეები