პოდოლსკიმ დრექსლერი ფანების შეურაცხყოფისთვის გაკიცხა
“კიოლნის” ნახევარმცველ დომინიკ დრექსლერს კლუბის ფანები გაუნაწყენდნენ. საქმეში გერმანული კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, ლუკაშ პოდოლსკიც, ჩაერთო.
ბუნდესლიგის მე-20 ტურის მატჩამდე, “კიოლნი” გულშემატკივრებმა პეტარდების ფონზე მიაცილეს სტადიონამდე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დრექსლერი ფანებს ამის გამო იდიოტებს უწოდებს.
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ულტრასები დრექსლერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ფეხბურთელი მათთან სასაუბროდ არ გამოჩენილა.
პოდოლსკიმ სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: “თუ საკუთარი კლუბის ფანებს იდიოტებს უწოდებ, ნამდვილად არ იმსახურებ ამ კლუბის მაისურის ტარებას.”
კლუბმა დრექსლერი დააჯარიმა. თავად ფეხბურთელმა კი ბოდიში უკვე მოიხადა: “მე “კიოლნის” ფანად აღვიზარდე. რაც თავი მახსოვს, ამ კლუბს ვგულშემატკივრობ. მესმის, რომ ჩემმა სიტყვებმა ფანების გაღიზიანება გამოიწვია. მადლობას ვუხდი მათ მხარდაჭერისთვის. ბოდიში ამ ყველაფრისთვის.”
Unfassbar 🤬🤬🤬 Wer seine eigenen Fans Spacken nennt, der hat dieses Trikot nicht verdient. 💯🔴⚪️ @effzeh #fans
— Lukas-Podolski.com (@Podolski10) February 6, 2021