პოდოლსკიმ ანიმეს პერსონაჟით გაფორმებული ბუცებით ითამაშა (ფოტო)
გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის, ლუკას პოდოლსკის დებიუტი იაპონური “ვისელ კობეს” რიგებში უკვე შედგა. “არსენალის” ექს-ფეხბურთელმა პირველ მატჩში “ომია არდიას” კარში ორი გოლის გატანა შეძლო (3:1).
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში 32 წლის ფეხბურთელი მოედანზე სპეციალურად მისთვის შექმნილი ბუცებით გავიდა, რომელზეც პოპულარული იაპონური კომიქსის, “კაპიტან ცუბასას” მთავარი გმირი იყო გამოსახული.