პოგბა: “ბარსა” და “რეალი” უარით გავისტუმრე”

თარიღი: იანვარი 16, 2017

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა აღიარებს, რომ “ოლდ ტრაფორდში” გადასვლისათვის, მას ისეთი გუნდებისთვის მოუწია უარის თქმა, როგორებიც “რეალი” და “ბარსელონა” არიან.

“მანჩესტერ იუნაიტედში” კონკრეტული გეგმითა და მიზნებით მოვედი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა.” – განუცხადა პოგბამ SFR Sport-ის ჟურნალისტებს.

“შემეძლო, “რეალში” ან “ბარსელონაში” მეთამაშა, მათაც სურდათ ჩემი გადაბირება, მაგრამ გადავწყვიტე, “იუნაიტედში” დავბრუნებულიყავი. ეს ჩემი გულის კარნახით გავაკეთე.

მინდა, ამ კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. ფული ნაკლებად მაინტერესებს, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ მოსული.”

მსგავსი სიახლეები