პოგბა და ბეილი? ვენგერმა სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ისაუბრა. მეთოფეების დამრიგებელმა განაცხადა, რომ კლუბში პოლ პოგბას და გარეტ ბეილის ყიდვაზე არ ფიქრობენ.
“პოგბა და ბეილი? ასეთ ფულს ჩვენ არ ვხარჯავთ. ხალხს დაავიწყდა, რომ წლების მანზილზე ჩვენი წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა გვიწევდა და ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. შემდეგ ისევ დავიწყეთ ფეხბურთელების ყიდვვა და კონკურენტუნარიანები გავხდით. მაგრამ, ხსენებული ორი ფეხბურთელის ფასი ძალიან მაღალია და ჩვენ ასეთი თანხის დახარჯვას არ ვაპირებთ.უბრალოდ ეს ჩვენი დონე არ არის. ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე საუბარს არ დავიწყებ.
სატრანსფერო ფანჯრის თაობაზე ჯერჯერობით საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვარ. ჩემთვის პირველ რიგში მოთამაშის დონეს აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი თანხის დახარჯვას ვეწინააღმდეგები” – განაცხადა ვენგერმა.